ჩვენ შესახებ

ჩასქროლე

კომპანია და სერვისი

CityPass-ს წარმოგიდგენთ კომპანია iGlobal, რომელიც ბაზარზე 2025 წელს გამოჩნდა და ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც მომხმარებლებში, ასევე კომპანიებში და პარტნიორ ობიექტებში.

ეს არის სერვისი, რომელსაც ყველა მოგებაში მიყავს და რომლის არსებობის საჭიროებაც დაგვანახა ბაზარზე არსებულმა ტენდენციებმა.

საქართველოში მოქმედებს სხვადასხვა ფასდაკლების სერვისი, მათ შორის რამდენიმე სავაჭრო ცენტრსაც აქვს ფასდაკლების სისტემა ერთგული მომხმარებლებისთვის, თუმცა ყველა კომპანიას ნებისმიერ მომენტში არ შეუძლია მარტივად შექმნას ფასდაკლების სისტემა და მართოს ის - ჩვენ შევქმენით სპეციალური აპლიკაცია, რომელსაც აქვს როგორც მომხმარებლების, ასევე ბიზნესის მხარდაჭერა და ჩვენი პარტნიორი ობიექტები აპლიკაციის გამოყენებით სთავაზობენ ფასდაკლებას ჩვენს მომხმარებლებს.

ჩვენი მომხმარებლები უდაოდ ეფექტურ მოგებას იღებენ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მოგებას იღებენ ჩვენი პარტნიორებიც, რადგან მათ ყავთ ჭარბი მომხმარებლების რაოდენობა.

გვსურს თქვენთან ერთად მივაღწიოთ დიდ წარმატებებს ჯერ საქართველოში, შემდეგ კი მიზნად გვაქვს CityPass ფასდაკლება ასევე გავრცელდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, რაც რა თქმა უნდა მეტ შესაძლებლობას და კომფორტს შეგიქმნით მოგზაურობისას და ახალი თავგადასავლების ძიებისას, საშოპინგოდ წასვლისას ან თუნდაც საქმიანი ვიზიტების დროს საზღვარგარეთ.

ჩვენ ვართ გუნდი, რომლისთვისაც დაუშვებელია მარკეტინგული ხრიკები და მომხმარებლების ან/და კომპანიების ხარჯზე შემოსავლების ზრდა - დიახ, ჩვენ გეუბნებით, რომ ფასდაკლებას იღებთ უპირობოდ და ულიმიტოდ, რაც ნიშნავს, რომ რამდენი მეგობარიც არ უნდა დაპატიჟოთ ჩვენს პარტნიორ ობიექტში, რა რაოდენობის პროდუქტიც ( ან/და სერვისი ) არ უნდა შეუკვეთოთ და რა პროდუქტიც ან სერვისიც არ უნდა შეუკვეთოთ თუ CityPass გაქვთ ჯამს მაინც მინიმუმ 20% მოაკლდება, ამავდროულად კი რამდენჯერაც და სადაც გნებავთ გამოიყენეთ CityPass ულიმიტოდ.

გამჭვირვალეობა

პირველ რიგში გეტყვით, რომ კომპანია iGlobal უზრუნველყოფს CityPass-თან დაკავშირებულ ყველა ბიზნეს-პროცესს და სერვისის გამართულად მუშაობას.

ჩვენი მომხმარებლები იღებენ მინიმუმ 20%-დან 50%-მდე ფასდაკლებას ულიმიტოდ და უპირობოდ ყველა ჩვენს პარტნიორ ობიექტში, ხოლო რაც შეეხება ობიექტებს - ჩვენ არ შემოვიფარგლებით კონკრეტული სეგმენტით და ვაერთიანებთ ისეთ კატეგორიებს, როგორებიცაა კვება, სასტუმროები, თავის მოვლა და სპა ცენტრები, გასართობი ცენტრები, მაღაზიათა ქსელები, საავტომობილო სერვისები, ცხოველების მოვლა და ა.შ

ჩვენი პარტნიორი ობიექტები კი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან თანამშრომლობისას ძალიან დაბალ მოგებაზე მუშაობენ გრძელვადიან პერსპექტივაში იღებენ როგორც მოგებას, ასევე რა თქმა უნდა ერთგულ კლიენტებს და საბოლოოდ ყველა მოგებულია.

ჩვენი პარტნიორი კომპანიები, რომლებიც ზრუნავენ თავიანთი თანამშრომლების ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე ყიდულობენ CityPass-ს, რაც რა თქმა უნდა ჩვენი პარტნიორი ობიექტების ზრდასთან ერთად ხელფასის მომატების ტოლფასი ხდება.

ჩვენთან ყველაფერი გამჭვირვალეა - ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს CityPass-ის ხარისხს და მკაცრად ვაკონტროლებთ იმას, რასაც გპირდებით. ამისათვის რა თქმა უნდა გარკვეული შემოსავლები გვჭირდება , რომ კომპანიების ზრდასთან ერთად განვავითაროთ და ვაკონტროლოთ ჩვენი სერვისის ხარისხი, ვუზრუნველვყოთ აპლიკაციის გამართულად მუშაობა, შესაბამისად CityPass-ის ყოველთვიური ღირებულება ეყრდნობა ამ ფაქტორებსაც და ამ ეტაპზე 1 მომხმარებელზე შეადგენს 24 ლარს, რაც ნამდვილად არ არის დიდი თანხა, თუმცა მომხმარებლების ზრდასთან ერთად ვცდილობთ კიდევ უფრო შევამციროთ სერვისის საფასური.

კონტაქტი

divider
შეტყობინება გაიგზავნა, გმადლობთ!
ელ.ფოსტა info@citypass.life
ტელეფონი +995 595 97 98 96
მისამართი
Kostava St. 55